„ოსასუნასთვის“ მზადება გრძელდება
სამეფო კლუბის ფეხბურთელები ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადებას განაგრძობენ.
სასიხარული ის არის, რომ ფედერიკო ვალვერდეს დაზიანება არ აღმოჩნდა სერიოზული და დღეს სრულფასოვანი დატვირთვის მიღება შეძლო, ხოლო ჩუამენი, კურტუა, კარვახალი და ალაბა აღდგენით პროცესში არიან.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო პრესინგს, ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს და კარში დარტყმებს.
ხვალ „მერენგები“ ფინალურ ვარჯიშს გამართავენ.
- 7 ნოემბერი 2024
- 527
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.