ტეო ერნანდესი ბერნაბეუზე დაბრუნებაზე ოცნებობს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალისა“ და „მილანის“ დაპირისპირების შემდეგ, ტეო ერნანდესი ემილიო ბუტრაგენიოს შეხვდა.
„დაუვიწყარია დრო, რომელიც მადრიდული გუნდის მაისურით გავატარე, აქაურობა ძალიან მიყვარს“-სწორედ ამ სიტყვებით მიმართა ფრანგმა განაპირა მცველმა მადრიდული გრანდის ინსტიტუციონალური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს.
ტეო მადრიდში ზინედინ ზიდანის დროს თამაშობდა, მას შემდეგ კი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ფრანგმა „მილანში“ მოიკიდა ფეხი.
ახლა „რეალი“ მარცხენა მცველს ეძებს, ერნანდესი კი ბერნაბეუზე დაბრუნებაზე ოცნებობს, სწორედ ამიტომ, „ბლანკოსში“ მას ალფონსო დეივისის ალტერნატივად აუცილებლად განიხილავენ.
27 წლის მცველის ღირებულება ამ ეტაპზე 60 მილიონ ევროს შეადგენს.
- 7 ნოემბერი 2024
- 1 233
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.