„რეალი“ სუბიმენდის იანვარში დაუკავშირდება
მადრიდის „რეალს“ სურს, რომ 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკა წინასწარ ჰქონდეს მოწესრიგებული.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესის წარმომადგენლობა „სოსიედადის“ ნახევარმცველს სუბიმენდის იანვარში დაუკავშირდება და 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
ამ ნაბიჯით, ფლორენტინო პერესს ყველა რისკის დაზღვევა სურს, რადგან ესპანელ ფეხბურთელზე ევროპაში ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული.
ფლორენტინოს აზრით, სუბიმენდის დამატება „ბლანკოსის“ შუა რგოლში ბევრ პრობლემას მოაგვარებს და ეს შეთანხმება აუცილებლად უნდა შედგეს.
რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, მადრიდული გრანდი ევროპის ჩემპიონის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ამზადებს, სადაც ასევე იქნება გათვალისწინებული ბონუსებიც.
- 7 ნოემბერი 2024
- 634
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.