„ლივერპულმა“ „რეალს“ უარი უთხრა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპული“ მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებების იანვარში გამართვის წინააღმდეგია.
„ენფილდელები“ ამ სეზონში საოცრად გამოდიან და როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე პრემიერლიგაში პირველ პოზიციაზე იმყოფებიან, ასეთ დროს კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დათმობა სწორი ნაბიჯი არ იქნება.
მერსისაიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ტრენტის იანვარში გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, „წითლები“ კი „რეალთან“ მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ.
„ლივერპულში“ მიიჩნევენ, რომ ალექსანდერ არნოლდო სჯობს ზაფხულში უფასოდ წავიდეს, ვიდრე იანვარში გამოაკლდეს გუნდს და მთავარი მწვრთნელის გეგმები აირიოს.
- 7 ნოემბერი 2024
- 1 395
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.