ანჩელოტი ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს ოფისში ესაუბრა
კარლო ანჩელოტიმ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ სამეფო კლუბის ფეხბურთელებთან ოფისში ისაუბრა.
შეხვედრამ დახურულ კარსმიღმა ჩაიარა და არცერთი თემა არ გამოსულა გარეთ, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ გუნდში არსებული სიტუაცია განიხილეს.
ყველა პრობლემას ორელიან ჩუამენის ტრავმაც დაემატა, მის შემცვლელად კი ჩამშლელის პოზიციაზე ედუ კამავინგა განიხილება.
„მარკას“ ცნობით, მომდევნო 4-5 მატჩი გადამწყვეტი იქნება და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, სამეფო კლუბში მწვრთნელის ცვლილებაზე იფიქრებენ.
კარლო ამ ეტაპზე თავს მშვიდად გრძნობს და ფეხბურთელებთან ერთად გამოსავალს ეძებს.
- 6 ნოემბერი 2024
- 1 323
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.