„რეალის“ დროებითი მწვრთნელი ანჩელოტის ნაცვლად ზიდანი?
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ რამდენიმე გეგმას ამუშაბენ.
თუ მომდევნო 3-4 კვირაში სიტუაცია არ შეიცვლება, კარლო ანჩელოტი თანამდებობას დატოვებს, „ბლანკოსი“ კი დროებით მწვრთნელს დანიშნავს, რომელიც გუნდს სეზონს დაამთავრებინებს.
„მარკას“ ცნობით, გუნდში განიხილება რაულ გონსალესისთვის შანსის მიცემის საკითხი, ასევე სანტიაგო სოლარის კანდიდატურა.
ახალი ინფორმაციით კი, ფლორენტინო პერესს ზინედინ ზიდანის იმედიც აქვს და მიიჩნევს, რომ ფრანგი დროებით გუნდში დაბრუნებაზე უარს არ იტყვის.
ლეგენდა „რეალისა“ და „მილანის“ დაპირისპირებასაც ესწრებოდა, სადაც სპეციალურ ლოჟაში „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობასაც შეხვდა.
- 6 ნოემბერი 2024
- 5 746
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.