ლუკებას „რეალი“ შეთავაზებას გაუკეთებს
კასტელო ლუკება მადრიდის „რეალის“ რადარზეა. ფლორენტინო პერესს ახალგაზრდა უკანახაზელის დამატება არაერთმა ადამიანმა ურჩია.
„მარკას“ ინფორმაციით, „ბლანკოსი“ „ლაიფციგის“ ფეხბურთელს შეთავაზებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გაუკეთებს და ეცდება, რომ მოთამაშე ბერნაბეუზე 2025 წლის დასაწყისშივე ჩაიყვანოს.
არსებული ცნობით, გერმანული კლუბი ანგოლური ფესვების მქონე ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს და ფლორენტინო პერესი ამ თანხის გადახდაზე თანახმაა.
მადრიდში თვლიან, რომ დაცვის გაძლიერების გარეშე ფონს გასვლა ურთულესი იქნება, ამიტომ ახლა სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
- 6 ნოემბერი 2024
- 543
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.