„ოსასუნასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყეს.
დღეს გუნდმა აღდგენითი ვარჯიში გამართა. „მილანთან“ სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა შედარებით ნაკლები დატვირთვა მიიღეს, დანარჩენებმა კი სრულფასოვნად ივარჯიშეს.
სესია გამოტოვე ორელიან ჩუამენიმ, რომელიც ტრავმირებულია და სულ მალე აღდგენით პროცესს დაიწყებს.
ასევე აღდგენით პროცესს განაგრძობებ დავიდ ალაბა, ტიბო კურტუა და დანიელ კარვახალი.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
პამპლონელებთან დაპირისპირებამდე „მერენგები“ კიდევ 2 სესიას ჩაატარებენ.
- 6 ნოემბერი 2024
- 110
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.