ვასკესი:„მადრიდელი ქომაგების წინაშე ვალში ვართ“
ლუკას ვასკესმა „მილანთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოდგა. გაშვებული გოლის შემდეგ წონასწორობა მალევე აღვადგინეთ და მეორე გოლის გატანასთან ვიყავით ახლოს, მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენს კარში გავუშვით.“
„ბოლო შეხვედრებში „რეალი“ ძალიან ბევრ გოლს უშვებს და ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა გვმართებს.“
„ის, რომ ბერნაბეუზე შეკრებილი გულშემატკივრები იმედგაცრუებულები იყვნენ, ნამდვილად გასაგებია. ჩვენ მათ წინაშე ვალში ვართ და მომდევნო მატჩიდან უნდა ვეცადოთ სიტუაციის შეცვლას.“
„ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩები ფინალის ტოლფასი იქნება. სიტუაციას აუცილებლად შევცვლით და სატურნირო მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოვასწორებთ.“
- 6 ნოემბერი 2024
- 676
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.