ზიზუ:,,მადრიდელებმა სიტუაცია უნდა შეცვალონ"
ზინედინ ზიდანი „რეალისა“ და „მილანის“ დაპირისპირებას დაესწრო, მატჩის მიწურულს კი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
„ჩემთვის, როგორც მადრიდისტასთვის დღევანდელი მარცხი მტკივნეულია, მაგრამ მჯერა, რომ გუნდი იპოვის ძალას და სიტუაციას შეცვლის.“
„ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგა სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, „ბლანკოსს“ კი შესაძლო 12 ქულიდან მხოლოდ 6 აქვს. ვფიქრობ, თუ „მერენგები“ მომდევნო ეტაპზე პრიდაპირ ვერ გავლენ და დამატებითი შეხვედრების ჩატარებას დასჭირდებათ, ეს ყველაფერი ქომაგებში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს, სწორედ ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.“
„დარწმუნებული ვარ, მე-5 ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ „რეალი“ სულ სხვა ხასიათს აჩვენებს და ეცდება გაიმარჯვოს, ვინაიდან ევროსარბიელზე ქულების დაკარგვა ახლა აღარ შეიძლება.“
- 6 ნოემბერი 2024
- 5 998
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.