„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე საქმე ძალიან გაირთულა
ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალს“ შესაძლოა 12-იდან მხოლოდ 6 ქულა აქვს, წინ კი საკმაოდ მნიშვნელოვანი დაპირისპირებები ელის.
მეხუთე ტურში ანჩელოტის კოლექტივი „ენფილდს“ ესტუმრება და „ლივერპულთან“ გაარკვევს ურთიერთობას, რომელიც ევროსარბიელზე შესანიშნავად გამოდის და გუშინდელი შეხვედრაც მოიგო.
ახლა „რეალს“ სხვა მოცემულობა აქვს. ახალი ფორმატის გათვალისწინებით, არავინ იცის, რამდენი ქულა იქნება საჭირო საუკეთესო 8 გუნდს შორის მოსახვედრად, სწორედ ამიტომ, მომდევნო 4 მატჩში „ბლანკოსს“ 100%-იანი შედეგის დაფიქსირება მართებს.
თუ „მერენგები“ ოთხივე შეხვედრას მოიგებენ, ჯამურად 18 ქულა ჩაიწერენ აქტივში და ერთ-ერთ ტოპ პოზიციაზე განთავსების გარანტი იქნება, თუმცა თუნდაც ერთ შეხვედრაში წაგება ან ფრის დაფიქსირება, შესაძლოა 8 საუკეთესო გუნდს შორის არსებობს გარანტი აღარ იყოს.
შეგახსენებთ, ანჩელოტის გუნდის მომდევნო მეტოქეები „ლივერპული“, „ზალცბურგი“, „ატალანტა“ და „ბრესტი“ იქნებიან.
- 6 ნოემბერი 2024
- 1 440
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.