ანჩელოტიმ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის რეკორდი გაიმეორა!
მართალია „რეალმა“ „მილანთან“ წააგო, მაგრამ კარლო ანჩელოტიმ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა და უდიდესი რეკორდი გაიმეორა.
იტალიელი სპეციალირი ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს გაუთანაბრდა, რომელსაც გუნდი ევროტურნირებზე 214-ჯერ ჰყავდა მოედანზე გაყვანილი.
აქამდე ეს შედეგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო მიუწვდომელი, ანჩელოტიმ კი რეკორდი გაიმეორა, შემდეგ დაპირისპირებაში კი ახალი ისტორიის ფურცელი გადაიშლება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კარლო გახლავთ მწვრთნელი, რომელსაც ევროტურნირებზე ყველაზე მეტი - 123 მოგება აქვს დაფიქსირებული.
ანჩელოტი ასევე უნიკალურია თასების რაოდენობითაც, მან „მილანთან“ ერთად 2-ჯერ, ხოლო „რეალთან“ ერთად 3-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, 5-ჯერ კი ეს ტიტული არასდროს არავის მოუგია.
იტალიელის ჯამური მატჩები დაყოფილია რვა გუნდს შორის: „პარმა“ , „იუვენტუსი“ (10), „მილანი“ (77), ჩელსი (18), „პსჟ“ (10), მიუნხენის „ბაიერნი“ (12), „ნაპოლი“ (12) და მადრიდის „რეალი“ (67).
- 6 ნოემბერი 2024
- 1 745
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.