გუტიერესი „რეალის“ რადარზე კვლავ არის
მიგელ გუტიერესის სატრანსფერო უფლებები მადრიდის „რეალის“ ხელშია და საჭიროების შემთხვევაში, „ბლანკოსი“ ესპანელ ფეხბურთელს დაიბრუნებს.
არსებული ინფორმაციით, თუ ალფონსო დეივისის ტრანსფერი ჩაიშლება, „რეალი“ მიგელზე დიდ გათვლას გააკეთებს.
2025 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესს გუტიერესის დამატება 9 მილიონ ევროდ შეეძლება, 2026-ში კი 10 მილიონად.
თავის მხრივ, ფეხბურთელი აცხადებს, რომ ბერნაბეუზე დაბრუნებაზე არ ფიქრობს, ვინაიდან დღევანდელი მოცემულობით ამის შანსი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ სამეფო კლუბში მიგელი არავის დავიწყებია.
- 5 ნოემბერი 2024
- 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.