ბენზემა:„მბაპეს „რეალში“ ამას აღარ აპატიებენ“
კარიმ ბენზემამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მადრიდის „რეალზე“ ვრცლად ისაუბრა და არაერთ აქტუალურ საკითხს შეეხო.
„იმისთვის, რომ მადრიდის „რეალი“ კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, პირველ რიგში დამშვიდებაა საჭირო. ზეწოლა ამ კლუბში ყოველთვის იყო და ასე იქნება მომავალშიც. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოთხოვნების სტანდარტი ძალიან მაღალია, აქ არასდროს არაფრის დრო არ გაქვს. უნდა იმუშავო და გაიმარჯვო.“
„მჯერა, რომ „რეალი“ ამ სეზონშიც მოიგებს ტიტულებს. არაერთი მომენტი მახსოვს, როდესაც გუნდი ჩამოწერეს, მაგრამ სეზონის ბოლოს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია შეიქმნა.“
„ლიდერები? შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ნაჩოს და კროოსის წასვლამ გუნდზე ძალიან ცუდად იმოქმედა.“
„ინდივიდუალურ დონეზე ყველას შეუძლია კონკრეტულ სიტუაციაში კარგად თამაში, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდურობაა.“
„მბაპე? მას „რეალში“ 2-3 თამაშის ჩატარებას გოლის გარეშე არ აპატიებენ და კილიანი ამას უკვე მიხვდა. ადაპტაცია ეტაპობრივად დასრულდება და ის ბევრს გაიტანს, როგორც ბერნაბეუზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.“
„ვინისიუსი? უდავოდ უნდა ვთქვა, რომ დღეს მსოფლიოში საუკეთესო სწორედ ბრაზილიელია.“
„რატომ წააგო „რეალმა“ „ელ კლასიკო“ 0-4? იმიტომ, რომ როდესაც უნდა გაეტანა ვერ გაიტანა, შემდეგ კი უეცრად 2 გოლი გაუშვა, ამის შემდეგ ზეწოლა გაორმაგდა და ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ კრიზისს ვეღარ გაუძლო.“
„მბაპე ცენტრ-ფორვარდი არ არის, ის მარცხენა გარემარბია, მაგრამ ანჩელოტის ამ პოზიციაზე ვინისიუსი ჰყავს, რომელიც ყველა შეხვედრაში განსხვავებებს ქმნის. არ ვიცი, რა გამოსავალს იპოვის კარლო, მაგრამ კილიანისთვის ჩემი პოზიცია არასდროს ყოფილა მიმზიდველი, ის ბევრად უფრო ეფექტურია ფლანგზე თამაშის დროს.“
„ვფიქრობ, მატჩების მიმდინარეობის დროს, კილიანმა და ვინიმ, ხშირად უნდა გაცვალონ პოზიციები და ეს „რეალს“ მეტ კრეატივს შესძენს.“
„კარლო ანჩელოტი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია, ის სიტუციას ზუსტად აფასებს და დარწმუნებული ვარ, იდეალურ გამოსავალს იპოვის.“
„ჩემი აზრით, „ბლანკოსი“ მომდევნო მატჩებში მოწოდების სიმაღლეზე იდგება, რადგან ფეხბურთელებს „ელ კლასიკოს“ წაგებამ დიდი ტკივილი მიაყენა.“
- 5 ნოემბერი 2024
- 5 999
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.