ანჩელოტი პერესს - „ეს ძალიან ცუდი ამბავია“
მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალის“ სამედიცინო შტაბთან კონსულტაციები გაიარა, ფლორენტინო პერესთან დაკავშირება ითხოვა.
იტალიელმა სპეციალისტმა პრეზიდენტს აცნობა, რომ დავიდ ალაბას მდგომარეობა ფაქტობრივად საგანგაშოა და იანვარში გუნდმა აუცილებლად უნდა დაიმატოს ცენტრალური მცველი.
„ეს ძალიან ცუდი ამბავია, ალაბას გამოყენებას კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ, სწორედ ამიტომ, ზომები უნდა მივიღოთ“-სწორედ ამ სიტყვებით მიმართა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ფლორენტინოს.
„მარკას“ ინფორმაციით, ამ კვირის ბოლომდე „მერენგები“ აღნიშნული მიმართულებით მუშაობას გაააქტიურებენ.
ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი აიმერიკ ლაპორტია, რომელიც „რეალის“ რადარზე გასულ ზაფხულსაც იყო.
- 4 ნოემბერი 2024
- 4 253
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.