ენცო „რეალში“ თამაშზე ოცნებობს
ესპანური გამოცემების ცნობით, ენცო ფერნანდესი მადრიდის „რეალში“ თამაშზე ოცნებობს და თუ არგენტინელი „ბლანკოსის“ წინადადებას მართლაც მიიღებს, ბერნაბეუზე თამაშისთვის ყველაფერს იღონებს.
ენცო მადრიდელთა რადარზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა მაშინ „მერენგების“ რიგებში კროოსი და მოდრიჩი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და ფლორენტინო პერესმა კოლოსალური თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.
ახლა სიტუაცია შეცვლილია. „რეალს“ კრეატიული ნახევარმცველი სჭირდება, ფერნანდესს კი ლა ლიგა ხიბლავს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა სამხრეთ-ამერიკელ ფეხბურთელთან დაკავშირებით სულ მალე დამატებით კონსულტაციას გამართავს.
- 3 ნოემბერი 2024
- 2 030
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.