გეგმა დასახულია - „რეალი“ 5 ტრანსფერს აანონსებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ გეგმა დასახულია და 2025 წლის ზაფხულამდე ფლორენტინო პერესი ყველაფერს გააკეთებს წინაპირობების შესაქმნელად.
ტრენტ ალექსანდერ არნოლდი „ბლანკოსის“ სატრანსფერო პრიორიტეტია, თუმცა თუ შეთანხმება არ შედგება ალტერნატივად პედრო პოროსა და ფრიმპონგს განიხილავს.
ასევე აქტიურად მიდის საუბრები ვილიამ სალიბას გამადრიდელების შესახებ და პერესი ამ მიმართულებით კონკრეტულ გეგმებს სახავს.
ალფონსო დეივისის მიმართ ინტერესი ახალი არ არის. „მერენგები“ მაქსიმალურად ცდილობენ, კანადელი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გააძლიერონ, რათა მან გაუძლოს წნეხს და „ბაიერნთან“ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.
ამასთანავე, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ძალიან დიდ აქცენტს გააკეთებს ნიკოლო ბარელას, ან ენცო ფერნანდესის შეძენასთან დაკავშირებით.
და ბოლოს, „რეალის“ რადარზე არის ესპანელი სუბიმენდი, რომლის მიმართაც ინტერეს მანჩესტერ „სიტი“, „იუნაიტედი“, „ბარსელონა“, „ლივერპული“ და სხვა კლუბებიც იჩენენ.
მადრიდში ამბიციურ პროექტს ამზადებენ, საქმეში კი არაერთი პირია ჩართული.
- 3 ნოემბერი 2024
- 4 499
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.