კვირის ბოლო ვარჯიში წარმატებით დასრულდა
„მერენგებმა“ კვირის ბოლო ვარჯიში დაასრულეს, გუნდი „მილანთან“ დაპირისპირებისთვის ინტენსიურ რეჟიმში ემზადება.
თავდაპირველი გახურებისა და ფიზიკურ კონდიციებზე ზრუნვის შემდეგ, ფეხბურთელებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
როდრიგო გუნდთან ერთად ფაქტობრივად სრულფასოვნად ვარჯიშობს.
ბოლომდე მზად არ არის ტიბო კურტუა და მისი „მილანთან“ თამაში დიდ ეჭვს იწვევს.
დავიდ ალაბას და დანიელ კარვახალის აღდგენითი პროცესი კი გრძელდება.
- 3 ნოემბერი 2024
- 90
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.