კამავინგა:„ის „რეალში“ ყველაზე მასხარა ფეხბურთელია“
ედუარდო კამავინგამ მადრიდის „რეალზე“, საკუთარ წარსულსა და თანაგუნდელებზე ისაუბრა.
„ჩემთვის „რეალში“ ყოფნა დიდი პატივია. ახალგაზრდა ვარ, თუმცა უკვე დიდ გამოცდილებას ვფლობ და ეს პროცესი გრძელდება. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსებას იცავ, შენ უფრო სწრაფად იზრდები.“
„ვინისიუსი? ის რა თქმა უნდა, მოწყენებული იყო, მაგრამ ზოგადად ოპტიმიზმით სავსე ადამიანის, სწორედ ამიტომ, ჩვენ უფრო ძლიერ ვინის ველოდებით.“
„ვინი სულ ხუმრობს, მაშინაც კი როდესაც აგებს, ის გუნდში ყველაზე მასხარა ფეხბურთელია.“
„რუდიგერი? იუმორი მასაც აქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ვინი ყველაზე მეტს ხუმრობს.“
„ჩემთვის აფრიკა მნიშვნელოვანია. მთელი მეხსიერება საფრანგეთს უკავშირდება, მაგრამ ვიცი, რომ აფრიკული სისხლი მაქვს და ვეცდები, ბევრი რამ გავაკეთო ამ კონტინენტისთვის.“
„„ბარსელონასთან“ წაგება ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ყველაფერს სასიკეთოდ შევცვლით.“
„შარშანდელ სეზონში დიდი ხანი გამიცდა, რადგან მძიმე ტრავმა მივიღე, თუმცა გავძლიერდი ფსიქოლოგიურად და ვისწავლე, როგორ ვიმოქმედო ამ დროს.“
- 3 ნოემბერი 2024
- 2 783
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.