„რეალი“ ლაპორტს იანვარში გაესაუბრება
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძრვანელობა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აიმერიკ ლაპორტს კვლავ გაესაუბრება.
ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ დაცვის გაძლიერების გარეშე კლუბს ფონს გასვლა ძალიან გაუჭირდება.
„რეალი“ ნაჩო ფერნანდესის წასვლას ნანობს, ვინაიდან სწორედ ნაჩეტე იყო ის ფეხბურთელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, დაცვის ცენტრშიც თამაშობდა და ფლანგებზე თამაშიც შესანიშნავად შეეძლო.
რაც შეეხება ლაპორტს, ესპანელთან ბოლო კომუნიკაცია აგვისტოს ბოლოს შედგა, მაგრამ მაშინ ევროპის ჩემპიონი საუდის არაბეთში დარჩა.
ახალი ინფორმაცით, პერესი აიმერიკს 6 თვიან საიჯარო ხელშეკრულებას შესთავაზებს, დანარჩენი კი მოლაპარაკებების საგანი იქნება.
- 2 ნოემბერი 2024
- 302
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.