„რეალის“ 2 მოთამაშე 230 მილიონად „არსენალში“
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობამ ამბიციური სატრანსფერო პოლიტიკის წარმოების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ხვდება, რომ შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერების გარეშე, პრემიერლიგის მოგების შანსი არ აქვს.
„სიტი“ მუდმივად ძლიერდება, გვარდიოლას გუნდის რესურსი ამოუწურავია, „ლივერპული“ კი საოცარ შედეგებს აჩვენებს, სწორედ ამიტომ, მიკელ არტეტას სასურველი ფეხბურთელების სიის ჩამოწერა თხოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, მიკელს „რეალის“ 2 ფეხბურთელის, ორელიან ჩუამენისა და როდრიგო გოეშის დამატება სურს და აცნობიერებს, რომ ორივე ტრანსფერის სრულყოფისთვის 230 მილიონ ევრომდე მინიმუმ დასჭირდება.
გარდა ამისა, არტეტას ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლეროი სანეც გახლავთ. მიკელი მიიჩნევს, რომ შეტევაში როდრიგოს და სანეს დამატება უდიდესი რესურსის ტოლფასი იქნება.
რაც შეეხება ჩუამენის. ორელიანის გაყიდვის შანსი მართლაც არსებობს, ვინაიდან მის მიმართ ნდობა მცირდება.
- 1 ნოემბერი 2024
- 2 657
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.