კილიან მბაპე ფრანგულ „მონაკოს“ ყიდულობს?
როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპე და მისი ოჯახი საფეხბურთო კლუბი „კაენის“ მნიშვნელოვან წილს ფლობენ, მაგრამ მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავს უფრო შოსრმიმავალი გეგმები აქვს.
მბაპეს „მონაკოს“ ყიდვა სურს, თუმცა ამ ეტაპზე მოქმედი ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან მაღალი ფასის დასახელების გამო თავს იკავებს.
როგორც ჩანს, მადრიდისტას ექს კლუბი აინტერესებს.
არსებული ცნობების მიხედვით, კილიანმა შესაძლოა კლუბის აქციების 35% იყიდოს, დაახლოებით 18% კი მასთან დაახლოებულმა კორპორაციებმა შეიძინონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მბაპეს და მასთან დაახლოებულ პირებს კლუბის აქტივების 51%-ზე მეტი ექნებათ, ეს კი გადამწყვეტია.
ამ ეტაპზე კილიანმა უკან დაიხია, თუმცა „მონაკოს“ შეძენაზე მაინც ფიქრობს და ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი წინადადებით მიმართოს.
- 1 ნოემბერი 2024
- 1 803
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.