შეთავაზება ვინისიუსს, რომელიც არასდროს არავის უნახავს და მოუსმენია
ესპანური გამოცემების ცნობით, საუდის არაბეთის მხარე არ ნებდება და ვინისიუს ჟუნიორს ისეთ კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც არასდროს არავის უნახავს და მოუსმენია.
როგორც ესპანელები იუწყებიან, საუდის არაბეთის კლუბები ცდილობენ, რომ ბრაზილიელმა 2026 წლის ზაფხულში „რეალი“ დატოვოს და საუდის არაბეთში განაგრძოს კარიერა.
ციფრები ჯერ-ჯერობით არ სახელდება, თუმცა ანონსი ძალიან დიდია - „მსგავსი წინადადება ფეხბურთის ისტორიაში არავის უნახავს და მოუსმენია“.
მადრიდში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვინი ესპანეთის დედაქალაქში დარჩენას გადაწყვეტს. მეტიც, ფლორენტინო პერესი ბრაზილიელ მოთამაშეს ახალ ხელშეკრულებას და კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.
- 1 ნოემბერი 2024
- 2 528
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.