„რეალი“ კროოსის შემცვლელს „ჩელსის“ ვარსკვლავში ხედავს
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი კარლო ანჩელოტისთან კონსულტაციებს ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელთან დაკავშირებით გადადის.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი თვალწარმტაცი ვარსკვლავი ენცო ფერნანდესი, სწორედ არგენტინასთან ერთად გამარჯვების შემდეგ გახდა „არისტოკრატების“ ფეხბურთელი.
მარესკას ფორმაციის „ჩელსიში“ ენცოს საკმაოდ დიდი როლი აქვს, ანჩელოტის კი მისი მრავალფუნქციურობა მოსწონს.
არსებული ცნობების მიხედვით, მადრიდულმა გრანდმა ფერნანდესზე მუშაობა შესაძლოა სერიოზულად დაიწყოს, რადგან მასში კროოსის ალტერნატივას ხედავს.
ამასთან ერთად აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მაღალი ალბათობით, სეზონის ბოლოს კლუბს ლუკა მოდრიჩიც დატოვებს და კოლექტივში შემოქმედებითი სტილის მქონე ნახევარმცველების დამატება გარდაუვალი გახდება.
- 1 ნოემბერი 2024
- 2 528
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.