„რეალს“ რისკის დაზღვევა და რუდიგერის შენარჩუნება სურს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ ანტონიო რუდიგერთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის ზაფხულში ანტონიო მადრიდს დატოვებს და საუდის არაბეთში გაემგზავრება, ფლორენტინო პერესი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა.
„ბლანკოსი“ გერმანელ უკანახაზელს მოქმედი კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას და იგივე სახელფასო პირობებში შესთავაზებს.
ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რომელსაც მოსაფიქრებლადაც მიეცემა გონივრული დრო.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ თუ ხელშეკრულება დროულად გახანგრძლივდება, ყველა ჭორი გაქრება და „რეალი“ ყველა რისკს დააზღვევს, იქამდე კი გუნდში ახალი მცველების მოყვანაზე იზრუნებს.
- 1 ნოემბერი 2024
- 735
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.