„რეალის“ დიდი საჩუქარი და სიურპრიზი ვინისიუს ჟუნიორს!
მადრიდის „რეალი“ ვინისიუს ჟუნიორის მხარდაჭერის ნიშნად, დიდ სიურპრიზს გეგმავს.
მოქმედი კონტრაქტი, რომელიც ბრაზილიელს „რეალთან“ აკავშირებს, ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში, ბონუსის სახით დამატებით 3 მილიონ ევროს ითვალისწინებდა.
„„რეალი“ მზად არის, სამხრეთ-ამერიკელ ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, რომელსაც ვადა 2029 წელს ეწურება, ხელფასი კი დამატებით 2 მილიონით იქნება გაზრდილი.
ამასთან ერთად, ფლორენტინო პერესი ბრაზილიელს ბონუსის სახით 3 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს სწორედ ის თანხაა, რომელსაც ოქროს ბურთის მიღების შემთხვევაში, ფეხბურთელი გამოიმუშავებდა.
ახალ კონტრაქტში კვლავ იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, 2029 წლის 30 ივნისამდე, ვინი ოქროს ბურთის მოგების შემთხვევაში სოლიდურ ბონუსს მიიღებს.
ამ ნაბიჯით, „ბლანკოსს“ სურს, ვინისიუსს რთული პერიოდი გადაალახინოს და კიდევ უფრო დიდი საფუძველი და მოტივაცია მისცეს მომავლისთვის.
- 1 ნოემბერი 2024
- 5 728
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.