„რეალი“ ჩუამენის გაუშვებს - ტრანსფერი ფასი 110 მილიონია!

ესპანური გამოცემების ცნობით, ორელიან ჩუამენის მიმართ მადრიდის „რეალში“ ნდობა აღარ აქვს. ერთადერთი ადამიანი, ვინც ფრანგის შესაძლებლობებში დარწმუნებულია, კარლო ანჩელოტი გახლავთ, თუმცა ისიც არავინ იცის, სეზონის ბოლოს იტალიელი სპეციალისტი დარჩება თუ არა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

პრეზიდენტი პერესი და დირექტორთა საბჭო მიიჩნევს, რომ ჩუამენი გასაშვებია და მის პოზიციაზე გუნდმა ახალი ფეხბურთელი უნდა მოიყვანოს.

როგორც მოგეხსენებათ, ორელიანზე ოცნებობს „ლივერპული“, რომელიც თუნდაც გასულ ზაფხულს ფრანგის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ „რეალი“ ნახევარმცველს არ შეელია.

Relevo-ს ცნობით, ახლა სიტუაცია შეცვლილია და იგივე თანხის სანაცვლოდ „მერენგები“ ფეხბურთელს დათმობენ.

„ლივერპულის“ გარდა, ჩუამენიზე პრეტენზიას „იუვენტუსი“, „ჩელსი“ და „ნიუქასლიც“ აცხადებდნენ, მაგრამ ახლა უცნობია, რას ფიქრობენ ეს გუნდები სამომავლო პერსპექტივაზე.

  • Madridista
  • 31 ოქტომბერი 2024
  • 2 324
  • 8

1

31 ოქტომბერი 2024 13:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 850

პირადად მე საერთოდ არ მომწონს ეს და ამხელა თანხას თუ იხდიან კი უნდა გაუშვან. კაზემიროს რომ შეადარო იმენა ცა და დედამიწაა განსხვავება, ამდენად უკან დგას და არც მომატების პერსპექტივა აქვს. კამა თუ ითამაშებს მის ადგილას რაც შეუძლია ბევრად უკეთესია.


2

31 ოქტომბერი 2024 14:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 241

Vinc amashi 50 milionze mets ixdis imis debili deda vatire ??


3

31 ოქტომბერი 2024 15:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832

როგორი იგროკია იცით? პოგბობა რო უნდა მარა კაზემირობას ატენიან რადგან გუნდს ჭირდება და ამის გამო პროგრესიც არა აქვს სტაგნაციაა, იუვეში კარგად ითამაშებდა ეს და პრემიერლიგაშიც აქვს პერსპექტივა, ჩვენთან უბრალოდ არაა მისი გუნდი. ჭკვიანი ნახევარმცველია საკმაოდ , მაღალი და თავით თამაშშიც აქტიურია უბრალოდ ის ხასიათი არ აქვს და ბრძოლისუნარიანობა რაც რეალ მადრიდში გჭირდება ფეხბურთელს, ამის გამო უფრო უშვებენ ვიდრე იმის გამო რო უნიჭოა ან რამე. კამა უნდა მოისინჯოს ამის პოზიციაზე , ბოლო ჩამშლელად და მაგ კუთხით განვითარდეს ეგ ბიჭი, უფრო აქვს მუხტი და ჟილკა ვიდრე ამას. ეს უნდა გავყიდოთ მოდრიჩიც წავა და გვჭირდება შემოქმედებიყ ნახ მცველი, ბაზარზე მწირი არჩევანია , ვირცი 10იანხე მოთამაშეა და 4-2-3-1 ზე თუ აე გადავეწყობით მაგის მოყვანას აზრი არ აქ. რა ტაქტიკითაც ახალი ტრენერი მოვა იმის მიხედვით ვიყიდოთ, მე ვაბშე ალონსო და მისი 4-2-3-1 მომწონს, ვირცსაც გამოიყოლებს. კამა და ბელინგემი კაი ნახ დაცვაა, დაცვაში 3მცველი გვინდა ისეთ კრიზისში ვართ, კარვას შემცვლელი , მენდი გასაყიდია და მისი შემცვლელი და 1 ცენტრალური . სხვა ყველაფერი რიგზეა


4

31 ოქტომბერი 2024 15:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 092

მეც უფრო დიდი მოლოდინი მქონდა... უეცრად მოიყვანეს, მაგრამ ამის შემცვლელად მაშინ ვინ მოჰყავთ?


5

31 ოქტომბერი 2024 17:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 516

AMIS SHEMCVLELI KIARA VIS MOIYVANEN EGAA SAQME,MDKAREC MOSAYVANIA


6

31 ოქტომბერი 2024 19:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 104

ლივერპულს ტრენტში გაუცვალონ ჩუამენი,მაგისგან ისედაც ფეხბურთელი არ დადგება.)))


7

1 ნოემბერი 2024 13:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 185

გასაგდებია უკანმოუხედავად


8

1 ნოემბერი 2024 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 104

სასწრაფოდ გაყიდონ ჩუამენი მაგ ფასად,საშუალო დონის ფეხბურთელია და რეალს არ ჭირდება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)