გვარდიოლა:,,ვინი? ის ძალიან ძლიერია"
ხოსეპ გვარდიოლა ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალს გამოეხმაურა და როდრის გამარჯვება მიულოცა.
„სიამაყით ივსები, როდესაც შენი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოდ სახელდება. ეს არის დიდი მუხტი, როგორც მწვრთნელისთვის, ასევე თავად ფეხბურთელისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის.“
„ესპანელ ფეხბურთელს დიდი ხანია ოქროს ბურთი არ მიუღია და ეს მნიშვნელოვანია.“
„მაშინ, როდესაც ჩავი და ინიესტა ფორმის პიკზე იყვნენ, გამარჯვებული ან მესი ხდებოდა, ან კრიშტიანო რონალდუ, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და მათი მოსაგები ოქროს ბურთიც როდრიმ მოიგო.“
„ვინისიუსი? მას საოცარი სეზონი ჰქონდა და შესაძლოა ოქროს ბურთსაც იმსახურებდა, თუმცა ამას არ წყვეტს 2 ან 3 ადამიანი, ამას მთელ მსოფლიოში წყვეტენ და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, სწორედ ამიტომ, რთულია სრული ანალიზი გავაკეთოთ.“
„„რეალის“ ბოიკოტი ღონისძიებას? მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ სამეფო კლუბის ქმედებები განვსაჯო. ეს არ არის ჩემი საქმე.“
- 31 ოქტომბერი 2024
- 3 090
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.