„რეალი“ რუდიგერის შემცვლელში 120 მილიონს გადაიხდის!
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ აქტიური სატრანსფერო პოლიტის საწარმოებლად ემზადება.
არსებული ცნობით, 2026 წლის ზაფხულში ანტონიო რუდიგერი მადრიდულ გრანდს დატოვებს, ფლორენტინო პერესი კი თადარიგს 2025 წლის ზაფხულში დაიჭერს და დაცვის ხაზს გააძლიერებს.
მადრიდული გუნდის ფავორიტი ვილიამ სალიბაა, რომელიც „არსენალში“ ბრწყინვალედ ასპარეზობს.
ფლორენტინო პერესს ძალიან მოსწონს ფრანგის სისწრაფე, პოზიციური თამაში, ფიზიკური კონდიციები და პერსპექტივა, რომლის გამოყენებაც მინიმუმ 10 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
მადრიდული გრანდი „მეთოფეებისთვის“ 120 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, თავად სალიბას ხელფასი კი წლიურად 8.8 მილიონ ევროს მიაღწევს, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება საბონუსე სისტემაც.
მადრიდში თვლიან, რომ უკანა ხაზის გაძლიერების დრო მოვიდა და ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ.
- 31 ოქტომბერი 2024
- 1 650
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.