„რეალმა“ ვარჯიში განაახლა

სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა კვირის პირველი ვარჯიში გამართეს.

ორდღიანი შესვენების შემდეგ „მერენგები“ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბნენ და კარლო ანჩელოტის დავალებები შეასრულეს.

ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს და კარში დარტყმებს.

ლუკას ვასკესმა სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო, ანტონიო რუდიგერი კი მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში დაკავდა.

ალაბას დატვირთვები კიდევ უფრო იზრდება, კურტუა, როდრიგო და კარვახალი კი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.

1

30 ოქტომბერი 2024 00:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 585

პერესი როდის მიხვდება რო წარმატების მთავარი გასაღებია აკადემიაშია. გუნდის სული, გული და მთავარი ძალა მისივე აღზრდილი მოთამაშეა. ისე ჯიგრიანად ვერავინ ითამაშებს შენი კლუბის გერბისთვის, როგორც შენივე აღსაზრდელი. რეალის სკოლა გადაწეულია უკან პლანზე და ფაქტიურად არ ფუნქციონირებს. ესაა ყოვლად მიუღებელი სიბეცე და გაუგონარი სისულელე. ისეთ ჭკვიან კაცს როგორიც ფლორენტინოა არ ეკადრება ასეთი სისულელე. შეხედეთ ბარსელონას როგორ ამუშავებენ სკოლას და რა შედეგები აქვთ. აი ერთადერთი რაშიც გვჯობნიან და აშკარა უპირატესობა აქვთ. 

არ ამართლებს ეს "გალაკტიკოები" და რით ვერ ხვდება ეს დალოცვილი ამას. ეს გაზულუქებული ვარსკვლავები ყოველად გამოუსადეგარი და უშედეგოები ხდებიან.

ესაა ყველაზე დიდი პრობლემა დღევანდელი რეალის, მაგრამ ხმას არავინ იღებს, ხაზგასმით არავინ აღნიშნავს ამას. სამად სამი ფეხბურთელია რეალის ახლანდელ შემადგენლობაში აკადემიიდან. სირცხვილია უბრლაოდ. საუკეთესო გუნდს საუკეთესო სკოლა უნდა ჰქონდეს! და თუ აქვთ პრეტენზია იმის რომ სისტემას საუკეთესოდ ამუშავებენ, პირველ რიგში აკადემიურ სისტემას უნდა მიხედონ და მათივე აღსაზრდელების პირველ გუნდთან იოლად ინტეგრირებას

-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

2

30 ოქტომბერი 2024 01:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 408
30 ოქტომბერი 2024 00:29, Realism says:

ძნელია ვინმე არ დაგეთანხმოს, როცა გუნდს დაცვაში უჭირს, ნახევარმცველებს ათამაშებს(კამავინგა/ჩუამენის), ასევე შემტევ ვაკესს, იყო დრო შეტევაში გვიჭირდა ვასკესს/ვალვერდეს აყენებდა მარჯვენა ფლანგზე შემტევებად, ბენზემას წასვლის დროსაც კი არ უფრიქრია ვინმესთვის თვალი შეევლო შემტევი ახალგაზრდისთვის, კროოსზე რაღა ვთქვა ვინ შეცვლის საერთოდ... არვიცი პატარა სტიმული თუარ მიეცი, ყველა ახალგაზრდა/პერსპექტიული მოთამაშე გაიქცევა აკადემიიდან თუნდაც ნახევარი მილიონის სანაცვლოდ, თუარ შეხედე რამოდენიმე თამაში როგორ გაიგებ რა დონეს ფლობს ესა თუ ის ფეხბურთელი, მაგრამ აკადემიაზე როგორ ვისაუბრო, როცა ტალანდი ჰყავთ გიულერი და ძალიან მწირი დრო აქვს გამოყოფილი, გუნდი აგებს 0-2-ს, არ ენდობა კარლო რომ შემოიყვანოს, იქნება და რას აკეთებს არადა ძლიერი ბიჭია შეტევაში... 0-4-ს როცა ვიგებთ საჭირო აღარაა ანჩელოტისთვის გიულერი... რა 5 წუთი, 1 ტაიმი მაინც უნდა მიეცეს ასეთ ტალანდებს განვითარებაში, ბარსა იმდენად ეზიზღება მაგალითის აღებაც კი არ უნდა მგონი პერესს, 3 ერთ პოზიციაზე მოთამაშე შემტევი რომ გყავს შე დალოცვილო კი უნდა მიხვდე რო დალაგებული სიტუაცია არ იქნება... ასევე კროოსის წასვლის შემდეგ + მოდრიჩიც წავა ცენტრშიც აირევა სიტუაცია, ბურთის დაჭერაც უჭირთ და ამოტანაც, იმიტომ არის პრაგმატული/დაცვითი ფეხბურთი, ნუთუ ვერ ხვდებიან რეალ მადრიდია ბოლო-ბოლო სადააქვს შტაბს/საჭირო პირებს თვალები? იმდენად გადაიტვირთნენ მცველები 2 კაცი - 1 წლით დაიტრამვა(კარვახალი,ალაბა) ორივე ტოპ კლასის, ასევე მილიტაოს პრობლემები აქ სერიოზული, სულ ტრამვებს იკიდებს და თავისი ფორმა ვერა და ვერ დაიბრუნა, კურტუაც მიეჩვია სამწუხაროდ ტრამვებს ძალიან გადაიტვირთნენ,(მახსოვს შეტევაში რეალს რომ უჭირდა რამხელა სამუშაო გასწიეს მცველებმა რამოსს რამდენი გოლი დაუგროვდა და არამარტო მასს, მარსელო/კარვახალი ყველა გუნდის გადარჩენაზე ბრძოლობდა) ფაქტობრივად ფლანგზე შემტევი ვასკესი გვყავს, მეტი არავინ, მე მოვსინჯავდი და გარსიას მაინც ვათამაშებდი იქით, ასე ძალიან თუ უყვარს ეს მენდი და სულ ათამაშებს, არადა არაა ეგ ბიჭი ნამდვილად რეალის დონე, ბევრ შეცდომებს უშვებს და მაშინებს, შეტევაში ხო უჭირს ძალიან, კარლოსის და მარსელოს მერე ასეთი ხალხი ძნელად მისაღებია, მაგრამ კოენტრაუ ბევრად ჯობდა ამ ორივეს... ერთი რუდიგერი გვყავს მეტი არავინ ფაქტობრივად, ფლანგები გასაძლიერებელია და ასევე ერთი მცველია საჭირო დასაზღვევად(ცენტრი), მოდრიჩის წასვლის შემდეგ, 1 ტოპ კლასის ცენტრია საჭირო, ან პერსპექტიული ნიჭიერი ახალგაზრდა, ჩუამენი/კამავინგა ერთად ვერ ბრწყინავს ვალვერდე/ბელინგემს კიდე ვერ ამოაგდებ სქემიდან... არვიცი რა და როგორ იქნება, ფილოსოფიაა შესაცვლელი და ამის შემდეგ შემადგენლობაც გადაიხედება, თითქოს გუნდს რაღაცა გამოგლიჯეს, თავის თავს არ ჰგავდნენ ბარსას წინააღმდეგ, ეს მარტო კროოსის ბრალი არ არის, ბოქლომი აქვთ და გასაღებს ვერ არგებენ... არადა გუნდი გყავს და კაპიტალიც, ან უნდა შეიცვალოს მწვრთნელი შტაბიანად, ან ტრანსფერებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება! ცოტა სიმკაცრე... სამეფო კლუბია ბოლო-ბოლო!

3

30 ოქტომბერი 2024 02:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 585
30 ოქტომბერი 2024 01:01, Rustaveli1990 says:

დაუბალანსებელია ახლანდელი შემადგენლობა ეს ცხადზე ცხადია. პირველ რიგში დაცვა რა თქმა უნდა. ნუ კარვახალი გასაგებია ერთი წელი-წელიწადნახევარი ვერ დაბრუნდება, რო დაბრუნდება  როგორ ფორმაში და რამდენად სტაბილური იქნება ღმერთმა იცის. შემცვლელი არ ყავს კარვას, ვასკესი დიდ გუნდებთან რამდენად სანდოა კლასიკოშიც გამოჩნდა. დაბალია და პირველ რიგში ამით ჯაბნიან თავდამსხმელები, თორე დაცვაში თამაშს არ უკადრისობს და მწვრთნელი რა პოზიციაზეც ათამაშებს თავმდაბლად ასრულებს მითითებებს, ამის გამო პატივს ვცემ. თუმცა ვერაა ხარისხიანი მცველი და რა ქნას. ჰაერივით საჭიროა ძლიერი მარჯვენა მცველი. ჰაკიმის გაშვება იყო უდიდესი შეცდომა, თან ესე გაშვება.. 10 მილიონი რო ღირს ახალგაზრდა ფეხბურთელი და ყიდი ან ანათხოვრებ ისე რო უკან 100 მილიონად თუღა მოგყიდიან ეს რა პოლიტიკაა საერთოდ? ესეც მიკვირს პერესისგან. მარგალიტებს ვერ ხედავს, ფანტავს და მერე თავში საცემი უხდება ხელები. ჰაკიმი დახატავდა რეალს. დაცვის ცენტრალურ ზონაში რაც ხდება ეს კიდე ცალკე საკითხია. მილიტაო ტრავმამდე უძლიერესი იყო და სტაბილურიც, მარა ეხლა არასტაბილური გახდა და თავის თავს არ გავს. რუდიგერი ერთადერთი ნათელი წერტილია დაცვაში და თავისი შეუპოვარი, მებრძოლი ხასიათით ყველას გვაკვირვებს. ცოდოა ეგ ბიჭი, თითქოს მარტო იბრძვის და დაცვის ხაზში ყველაზე მეტი წნეხიც მაგაზე მოდის. არადა მილიტაო-რუდიგერი ძლიერი დუეტია და რამდენიმე თვე უტრავმოდ თუ ითამაშეს ერთად (იმედია ასე იქნება) გაუვალ კედელს შექმნიან. მაგრამ ორივეს აუცილებლად უნდა შემცვლელი. ამ დროს კი 1 შემცვლელიც არ ყავთ. ეს წარმოუდგენელია რეალის დონის გუნდში ხდებოდეს.. ორი ცენტრალური მცველი გყავდეს და რომელიმეს დამტვრევის შემთხვევაში, ნახევარმცველებით და სხვა და სხვა პოზიციის ფეხბურთელით ანაცვლებდე. სამარცხვინო ფაქტია ესეც და რეალისთვის შეუფერებელი ფაქტი. მშვენიერი ვარიანტი იყო რაფა მარინის დაბრუნება, რომელიც ჩვენ აკადემია გამოვლილია, მადრიდისტაა, მაგრამ ნაპოლში გაყიდეს და ნაჩოს წასვლის მერე პერესმა ინანა მისი გასხვისება. ნორმალური მცველია და ნდობის შემთხვევაში დიდი ალბათობით გაამართლებდა. ეხლა ნაპოლშია, თუმცა არ თამაშობს ალბათ ტრავმა აქვს. დაცვის მარცხენა ფლანგზე რა უნდა ვთქვა - მენდი 0 .. არაა რეალის დონის ფეხბუთელი და კარლოსის და მარსელოს შემდეგ მართლა სირცხვილია მაგის რეალში თამაში. დაცვაშიც არასტაბილურია, ხშირად უშვებს უაზრო შეცდომებს და შეტევაში ხო საერთოდ უმაქნისია. ძალიან მაღიზიანებს მაგის თამაში და შემადგენლობაში ყოფნა. რა ვქნა ესეა. ფრან გარსია კიდე ასე თუ ისე გამოდგება მეორე 3 ნომრად და ხშირად ძირითადშიც უნდა იყოს, რო მიეჩვიოს სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშს. ალფონსო დევისია მოსაყვანი ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის ეგ არის იდეალური მარცხენა მცველის პოზიციაზე. 

ნახევარდაცვაზე რა უნდა ვთქვა ძმაო. კროოსის წასვლა როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე დარტყმა აღმოჩნდა გუნდისთვის. ვერ შეხვდა მზაობით რეალი მის წასვლას. იმდენად დიდი მოთამაშეა, იმხელა გავლენა ქონდა მთლიანად გუნდზე და თამაშზე რო მისი სრულფასოვნად შეცვლა უმოკლეს დროში შეუძლებელია. მთლიანად ჩამოიშალა ნახევარდაცვა და ფაქტიურად თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. მოდრიჩიც დაბერდა და აღარ შეუძლია მაგ კაცს 90 წუთის ერთ დონეზე ჩატარება. ჩემი აზრით მეორე ტაიმში როცა ერთვება ხოლმე ბევრად ეფექტურია, დასვენებული ბევრად ამწვავებს თამაშს - მოწინააღმდეგეც ამ დროს დაღლილია ერთი საათი აქვს ნათამაშები. პირველივე წუთებიდან არ უნდა დააწყებინოს ან იშვიათად უნდა დააწყებინოს კარლომ. ნიკო ფაზი არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და სავარაუდოდ ზაფხულში დააბრუნებენ. ვნახოთ რამდენად მოახერხებს კროოსის და მოდრიჩის დანაკლისის შევსებას. რაც არ უნდა იყოს შეუცვლელი არავინაა. ყველაფერი შესაძლებელია. იგივე კროოსი და მოდრიჩი ნიკო პაზის ასაკში (20 წლისაა ნიკო) დიდი ვარსკვლავები არ ყოფილან და არც არავინ უწინასწარმეტყველებდა ასეთ ბრწყინვალე მომავალს. კროოსის თამაშით თავიდანვე მოვიხიბლე და პატარა რო იყო სანამ ლევერკუზენში გადავიდოდა, მაშინათვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ვიცოდი რო ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ესეთ სიმაღლეებს თუ მიაღწევდა და თანაც რეალში ვერ წარმოვიდგენდი. კამავინგა უნიჭიერესი ფეხბურთელია. იმედია ვიხილავთ მის საუკეთესო ვერსიას წლების განმავლობაში სტაბილურად და უწყვეტად. ჩუამენი კარგი იყო, მაგრამ ამ სეზონში ჯერ-ჯერობით ძაან არასტაბილურია, იმედია ეგეც დალაგდება. თორე ისე სერიოზული ჩამშლელია და საიმედოც ჩემი აზრით. აქვს მომავალი მაგ ბიჭს. ვალვერდეზე რა უნდა ვთქვა გული და სულია ამ რეალის. ყველაზე მეტს შრომობს და ყველაზე ჯიგრიანად ბოლომდე, თავდაუზოგავად იხარჯება ხოლმე გუნდისთვის. იმიტომაც მიყვარს განსაკუთრებით. მომავალი კაპიტანია. არდა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა მთავარი მინუსი ჩემი აზრით რაც აქვს ფიზიკური სისუსტეა, უნდა მოუმატოს ფიზიკაში, გაძლიერდეს + უფრო ჟილკით და აგრესიით ითამაშოს. ბელინგემი კიდე იმედებს მიცრუებს ცოტა არ იყოს. რაღაც ამპარტავნული გამოხტომები დაეწყო და თითქოს ვარსკვლავური სენი შეეყარა. ჯვარი წერია!!! ესე დაისამარებს კარიერას. ვინიციუსმა ერთ მომენტში პასი არ გაუკეთა, თვითონ გადაწყვტა მომენტის დასრულება და ამან  ხელები აუქნია და ძაან ცუდი რეაქცია ქონდა ... რასაც ქვია გავმწარდი რო შევხედე ... რეალის ფეხბურთელი ეგრე არ უნდა იქცეოდეს ... ჯერ ის რო თავმდაბლობის ნაკლებობა ჭკუის ნაკლებობაა, მერე კიდე ზუსტად ეგეთი გამოხტომები არღვევს გუნდში ჰარმონიას და ქმნის არამეგობრულ, არაგუნდურ ატმოსფეროს ... მაგას თავი ვინ გონია, რონალდუ ხო არა? რონალდუს ქონდა ეგეთი გამოხტომები ზოგჯერ და მესმის რო ძალიან ულამაზოა, თუმცა ის იყო რონალდუ - ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და სპორტსმენი, ნამდვილი, ცოცხალი ლეგენდა, რომელსაც იმდენი ქონდა გაკეთებული ამ გუნდისთვის, რო ასე თუ ისე ეპატიებოდა და ჰქონდა ამის უფლება. ბელინგემი კიდე 21 წლის ღლაპია, რომელსაც ჯერ არც რეალისთვის და არც ფეხბურთისთვის იმის მეასედი არ გაუკეთებია რაც რონალდუმ გააკეთა. ასე რომ ცოტა აზრზე მოსვლა და მეტი თავმდაბლობა მართებს ჯუდს. სირბილი ეზარებოდა თურმე ბიჭს ნახევარდაცვაში ცოტა უკან რო ჩამოწიეს. ბოლო თამაშებში მოეგო გონს და იმედია მიხვდება სადაცაა... 

მბაპეზე რა ვთქვა არ ვიცი.. მე დიდად არც ვოცნებობდი მაგის რეალში გადმოსვლაზე. იმედია აზრი შემეცლება და ის ქაოსი, რაც გუნდში მაგის მოსვლამ მოიტანა სულ მალე დადებით, პოზიტიურ სიტუაციად გარდაისახება, გუნდი მეტად შეიკვრება და დალაგდება. ეს უკვე ანჩელოტის პრეროგატივაა. ენდრიკს მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს, სწრაფადვე აუღოს ალღო ესპანური და ევროპული ფეხბურთის ავან-ჩავანს. ვინის რაც შეეხება, გუშინ ოქროს ბურთი რო არ მისცეს ეს იმდენად სამარცხვინო და გულისამრევად ამზრზენი ფაქტია ფეხბურთი მომაძულეს ტიპებმა. არაუშავს, მაგით მთლიანად რეალს, ვინის და ყველა რეალთან დაკავშირებულ ადამიანს მოტივაცია გაუასმაგეს და ეს სამარცხვინო უსამართლობაც ძაან მწარედ დაუბრუნდებათ უკან. მაგრად ეტკინებათ რეალის წარმატება და უფრო ბევრჯერ, უფრო მეტად... აქაც და ისეც ბევრი ადამიანი ლანძღავს ვინის მოედანზე მისი საქციელების გამო, მაგრამ დაღვინდება და ისწავლის, ძველ შეცდომებს მჯერა აღარ გაიმეორებს, ასე ხშირად მაინც. არაა საძულველი ეგ კაცი და ბევრზე სუფთა გული აქვს, ძალიან ბევრ ადამიანზე სუფთა. 

ანჩელოტიზე ვიტყოდი იმას რო ამ ბოლო დროს უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშვებს. შეცვლების დაგვიანება ან საერთოდ არ გაკეთება ხო საერთოდ მაგიჟებს. ტაქტიკებს და სქემებს რაც შეეხება იპოვის აუცილებლად იდეალურ მონახაზს და როგორც ჩვევია გუნდს სიმშვიდეს და თავდაჯერებას შესძენს. ზოგჯერ მეც ვფიქრობ რო უკვე დროა სხვა მწრთნელმა ჩაანაცვლოს, მაგრამ მაინც ანჩეა და პაპა კარლო. მიმდიანრე სეზონი გვიჩვენებს ყველაფერს. თუ ეს სეზონი უტიტულოდ და უსახურად დავასრულეთ და გაუშვებენ ჩაბი ალონსო იდეალურ შემცვლელად მიმაჩნია.   

-----------------------
ზიდანი: "საუკეთესო ჩემსა და კრიშტიანუს შორის? რა თქმა უნდა, მე (იცინის). კარგად იცით, რასაც ვფიქრობ. კრიშტიანუ ჩემზე საგრძნობლად ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი კარიერა მქონდა".

https://www.youtube.com/channel/UCtqD02mRfSVgFZf_NyDvJtQ

4

30 ოქტომბერი 2024 04:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 408
30 ოქტომბერი 2024 02:59, Realism says:

რა გქვია კაი კაცი? მე გიორგი... სწორად მსჯელობ, არნოლდი და დეივისი მოჩანს ნათელ წერტილად ამ მომენტში და იმედია გაიფორმებენ ძლიერი/სწრაფი ფლანგი თუარგყავს ძალიან ძნელია დღესდღეობით შეტევაზე ამოსვლა, ყველას მწვრთნელად გვარდიოლა ვერ ეყოლება, სალიბა და ვან დაიკი არამგონია ვინმემ გაუშვას საკუთარი კლუბიდან, თანაც იაფად, ალბათ ცენტრში ვინმე ახალგაზრდა პერსპექტიულ უფრო იაფიან ფეხბურთელზე გააკეთებენ აქცენს, ან დაელოდებიან რამოსი 2-ის გამოჯანმრთელებას, ძალიან მაინტერესებდა მისი თამაში ძალიან გააპიარეს თავიდანვე, რაღაცით მართლაა წააგავდა და დავინტერესდი, მაგრამ სამწუხაროდ ეგეც დიდი ხნით ჩამოგვშორდა, ვალვერდე მართლა სული და გულია რეალის და ბევრს შრომობს, ბელინგემიც ასევე ბევრს შრომობს, მაგრამ ხანდახან თამაში არ მისდის და ბრაზობს, მთავარია მწვრთნელის მითითებები შესრულდეს სწორად, მარტო გოლის გატანაზე ფიქრიც მართებული არაა, ალონსო თუ გადმოვიდა, არაა გამორიცხული ვირცი გადმოიყვანოს, მერე მართლა დიდი ცვლილებები მოხვდება, მაგრამ კამავინგა არ მინდა დაიჩაგროს ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი ბიჭია და ჩანს როცა თამაშობს, ჩუამენი იმიტო ჩაიკარგა, რომ ანჩელოტიმ ბევრი სხვა რამ შეუთავსა და თავის ამპულაში ვერ გრძნობს თავს, დაცვა დააზღვიო, შეტევა განავითარო, თუ ჩაშალო/გადაკეტო პასი მართლა რობოტი ხოარაა, კია ფიზიკურად ძლიერი... ვინის თემას რაც შეეხება(დაღვინება აკლია დისციპლინის მხრივ), ჩემი აზრით ფეხბურთელებთან კინკლაობამ დაღუპა და რასიზმთან ბევრჯერ შეხებულმა კომფლიქტმა იქონია ზეგავლენა. რა კრიტერიუმით აფასებენ? ვინ აჯობა და რითი დაასაბუთონ, ეგრე თუ ვინის ხაზს უსვამენ, კარვახალს რატო არ მიცეს კლუბში/ნაკრებში ყველაფერი მოიგო, მერე რა რომ მცველია, საჭირო გოლები/ასისტები გააკეთა + ასაკშია რატო არ ამახვილებენ ყურადღებას ამ ფაქტზე, ბელინგემმა როგორც ნახევარმცველმა ეგრე შეტევით კომპონენტში ახალგადასულ კლუბში როდრიზე ბევრად კარგი შედეგი დადო(ლა ლიგა, ჩემპ.ლიგა),  ბოლო-ბოლო ლაუტარო მარტინესი ბომბარდირი გახდა, ადრე თუ გოლებით აფასებდნენ რავიცი... რავი უცნაური გადაწყვეტილებაა ნამდვილად ცოტა არ იყოს მეც დამეკარგა მუღამი ოქროს ბურთზე, მაგრამ პირველად არ მომხდარა უსამართლობა, ბევრ რამეს ადრეც შევცვლიდი და ეხლა რომ ჩამოვთვალო წლები და რატომ/ვის ძალიან გამიგრძელდება. არ ვამბობ რომ როდრი ცუდი ფეხბურთელია, ან არ იმსახურებდა(პირიქით, ნეტა გადმოიყვანოს პერესმა, ერთადერთ კანდიდატურად მიმაჩნია კროოსის შემსეგ, ვირცი უფრო სხვს სტილია, ბოლო-ბოლო ბელინგემი გვყაბს არანაკლები, ვალვერდეც სხვა ფუნქციებს ასრულებს, თორემ არცერთს ჩამოუვარდება დარტყმით და პასით უკეთესი თუ არ არის რომ...), უბრალოდ 1 თვით ადრე რაღაცას იძახი უეფა/ფიფა ხარ ამხელა ორგანიზაცია, ხალხი ემზადება, მერე ამბობ არაო და მიზეზს არ იძახი რატო -  დასაბუთებისთვის კი დროს 1-2  კვირას ითხოვ ეს სწორი საქციელი არ არის და სამარცხვინოა უბრალოდ, ბაგა ბაღი ხოარაა? ხალხი მილიარდებს ეთამაშება და აპამპულაო აქეთ იქით არაა ლამაზი. რაც შეეხება მწვრთნელის საკითხს ანჩელოტის დიდი პატივისცემა, მივულოცავ კუთვნილ ჯილდოს, მაგრამ პრაგმატიზმა დამღალა, იმენა გამოვიფიტე, აქვს გუნდს იმის რესურსი/პერსპექტივა რომ სხვანაირად ითამაშოს, არ უნდა ანჩელოტის, იმას რანაირად ვიტყვი რომ არ იცის თქო, მაგრამ სამწუხაროდ შედეგის მისაღებად ბევრი იყენებს ასეთ მეთოდს და ხშირად ამართლებს, მაგრამ როცა დამტვრეული გყავს მცველები/მეკარე გეგმა ბ უნდა არსებობდეს, დიდი პატივისცემის და მიუხედავად კლოპს, ან ალონსოს ვისურვებდი

როდრი 23/24: მატჩი - 50 გოლი - 9 ასისტი - 14

ვინიციუსი 23/24: მატჩი - 39 გოლი - 24 ასისტი - 11

ბელინგემი 23/24: მატჩი - 42 გოლი - 23 ასისტი - 13

5

30 ოქტომბერი 2024 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 694

ADRE VWERDI LIMONA AREVSTQO SITVACIAS GUNDSHI DA PAQTIA AGER

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 23
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (18)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)