რიშარლისონი:„ეს დიდი სირცხვილია“
ვინისიუს ჟუნიორის თანემამემულე რიშარლისონი France Football-ის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია.
„ამას აღარ ჰქვია უსამართლობა. ეს არის საშინელება და ფეხბურთის სირცხვილია, დიახ, ეს მართლაც აღმაშფოთებელია.“
„დამისახელეთ კრიტერიუმი, რის მიხედვითაც, ვინისიუსმა ოქროს ბურთი ვერ მიიღო. ვერ დამისახელებთ, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს და სწორედ ამიტომ არ არის ცნობილი არავისთვის.“
„ფეხბურთს არ სჭირდება ამხელა რეპუტაციული ზიანი, ეს ძალიან დიდი უკუსვლაა.“
„როდრის დიდ პატივს ვცემ, ის არის საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ რაც პარიზში მოხდა არა კონკრეტული ფეხბურთელებისთვის, არამედ ფეხბურთისთვის არის საზიანო.“
- 29 ოქტომბერი 2024
- 1 883
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.