ჩემპიონთა ლიგა - პიპიტას "აქილევსი"
მაშასადამე, მადრიდის "რეალისათვის" 2010-2011 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, ოთხშაბათს აიღებს სტარტს.
როგორც საფეხბურთი მიმომხილველები, ასევე ექსპერტებიც იმის მოლოდინში არიან, შეძლებს თუ არა გონსალო იგუაინი წარმატებით გამოვიდეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.შესაძლებელია ეს კითხვა უმცირესობას ადრეც აწუხებდა, თუმცაღა ახლა როდესაც "ბლანკოსის" ღირსებას ისეთი კორიფე ბომბარდირები აღარ იცავენ, როგორიც ნისტერლოი და რაულია, უხეშად რომ ვთქვათ, არ შეიძლება არ გვაწუხებდეს.
არგენტინელი პიპიტას გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე, (პირდაპირ რომ ვთქვათ) ჯერჯერობით წარუმატებელია, რამეთუ ფეხბურთელი, რომელიც შარშან გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა ლა ლიგაზე, კონტინენტის პირველობაზე მხოლოდ 14 მატჩიდან 2 გოლს მოითვლის.იგუაინმა ევროპაში გოლების გატანა შარშან დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ლიგას ჯერ კიდევ კაპელოს დროს გაუგო გემო.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, წარმატებას ვუსურვებ მოთამაშეს, რომლის კისერზეც მიმდინარე სეზონში "რეალის" გატანილი გოლების მინიმუმ 75 პროცენტი მაინც უნდა იყოს.იმედია, ყველასათვის საყვარელი "იგუ" "აიაქსით" დაიწყებს აღორძინების გზას.
- 14 სექტემბერი 2010
- 2 117
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.