„რეალის“ გენ.დირექტორი ანჩელოტის შტაბს შეხვდება
მადრიდული გამოცემების ცნობით, ხვალ მადრიდის „რეალის“ გენერალური დირექტორი კარლო ანჩელოტის, დავიდე ანჩელოტის, ანტონიო პინტუსს და სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრს შეხვდება.
შეხვედრაზე გაანალიზდება გუნდში არსებული ვითარება. გენერალურ დირექტორს პირველ რიგში აინტერესებს რა სჭირთ ფეხბურთელებს, რომლებიც თითქმის ყველა დაპირისპირებაში ტრავმას იღებენ.
ანტონიო პინტუსს გუნდის ხელმძღვანელობისთვის ვრცელი ანგარიშის წარდგენა მოუწევს.
რაც შეეხება კარლო და დავიდე ანჩელოტებს. არსებული ინფორმაციით, მამა-შვილი გუნდში უკვე კატეგორიულად მოითხოვს იანვრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას და ერთი ან ორი ფეხბურთელის მოყვანას.
არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე აიმერიკ ლაპორტის გამადრიდელების საკითხსაც განიხილავენ.
- 28 ოქტომბერი 2024
- 926
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.