მადრიდული დელეგაცია პარიზში გაემგზავრა
მაშ ასე, დღეს ოქროს ბურთის დაჯილდოებაა, სადაც France Football არამხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელს, არამედ საუკეთესო ახალგაზრდას, საუკეთესო მეკარეს, საუკეთესო თერთმეტეულს და საუკეთესო მწვრთნელს გამოავლენს.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით პარიზში დიდი მობილიზებაა, მადრიდის „რეალის“ დელეგაციამ კი უკვე აიღო გეზი საფრანგეთის დედაქალაქისკენ.
მადრიდში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ოქროს ბურთის მფლობელი ვინისიუს ჟუნიორი გახდება, რომელმაც შარშანდელ სეზონში, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა „მერენგების“ უდიდეს წარმატებაში.
- 28 ოქტომბერი 2024
- 512
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.