ანჩელოტი:,,დასკვნები უნდა გავაკეთოთ, მძიმე მარცხი იყო"
კარლო ანჩელოტიმ „ელ კლასიკოში“ საშინელი გამოსვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ კარგი პირველი ტაიმი გვქონდა და არაერთი მომენტი შევქმენით. მბაპეს გოლის გაუქმება სანტიმეტრებმა გადაწყვიტა, რაც ძალიან სამწუხაროა. დარწმუნებული ვარ, გატანის შემთხვევაში, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა.“
„ლევანდოვსკის პირველ გოლს მალევე მოჰყვა მეორე, რამაც მთელი გუნდი დააბნია და ფსიქოლოგიურად დაღალა.“
„სეზონი გრძელია და რა თქმა უნდა, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. გუნდი ახლა დაისვენებს და მომდევნო ტურზე გადაერთვება, ახლა დანებების დრო ნამდვილად არ არის.“
„ჭორებს ნუ ავყვებით. ჩვენ გვსურს მაქსიმალური სიმშვიდე და პროფესიონალიზმის გამოვლენა.“
„ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩამოვიდა და საუბარი გვქონდა. მან გვითხრა, რომ ფსიქოლოგიური მუხტი უნდა შევინარჩუნოთ.“
„„ბარსელონა“ მაღალ ხაზზე თამაშობდა, სწორედ ამიტომ მოხვდა კილიან მბაპე თამაშგარე მდგომარეობაში ამდენჯერ. სხვა შემთხვევაში ფრანგი გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ვერ შეძლო.“
„კატალონიური გრანდი გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ ამ ანგარიშით არა.“
„ამ წაგებიდან დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. რთული მომენტია თითოეული მადრიდელისთვის, მაგრამ ახლა წინ ყურების დროა.“
„ბოლოს როდესაც 0-4 დავმარცხდით, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შევძელით, ამიტომ ოპტიმიზმია შესანარჩუნებელი.“
- 27 ოქტომბერი 2024
- 3 545
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.