„იუნაიტედი“ დეივისისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთო
SkySports-ის ინფორმაციით, მანჩესტერ „იუნაიტედში“ ალფონსო დეივისის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი აქვთ და კანადელი განაპირა მცველის მოხიბვლავს კოლოსალური თანხებით აპირებენ.
„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მზად არის, დეივისს სატრანსფერო ბონუსის სახით 50 მილიონი ევრო შესთავაზოს, 6 წლიანი კონტრაქტის ჯამურ ღირებულებად კი 120 მილიონი ევრო განსაზღვროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალფონსოს წლიური ხელფასი 20 მილიონ ევროს მიაღწევს.
ეს არის გაცილებით მიმზიდველი და მაღალი შეთავაზება, ვიდრე დეივისს მადრიდის „რეალისგან“ აქვს.
SkySports-ის ინფორმაციით, „წითლები“ ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან გააქტიურდნენ და სერიოზული გეგმები აქვთ.
- 26 ოქტომბერი 2024
- 473
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.