კარვახალი „რეალის“ გასახდელში იქნება
„ელ კლასიკოს“ დაწყების წინ, დანიელ კარვახალი მადრიდის „რეალის“ გასახდელში იქნება.
ესპანელი განაპირა მცველი „ბლანკოსის“ ფეხბურთელებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და შესაბამისად, მის გამხნევებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
დანი კარლო ანჩელოტის დასკვნით სიტყვას დაესწრება, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი შეხვედრის წინ ფეხბურთელებს ეტყვის.
გამომდინარე იქედან, რომ ევროპის ჩემპიონს გადაადგილება უჭირს, ის მთელი დღის განმავლობაში ბაზაზე გუნდთან ერთად ვერ იქნება, თუმცა საჭირო მომენტში ანჩელოტის კოლექტივს გაამხნევებს.
- 25 ოქტომბერი 2024
- 727
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.