მეორე ტურის სიმბოლური გუნდი

გამომცემლობა Goal.Com-მა გამოაქვეყნა ლა ლიგას მეორე ტურის სიმბოლური კლუბი

მეკარე:

მანუ (დეპორტივო) - იგი დეპორტივოს მეორე მეკარეა. არანსუბიას ტრავმის გამო მწვრთნელი იძულებული იყო მანუ ძირითადში დაეყენებინა, მან კი ლა კორუნიელთა თავკაცის იმედები არ გააცრუა და შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მატჩის განმავლობაში აღსანიშნავი იყო სეივი, რომელიც მან შეასრულა ალვარო ნეგრედოს დარტყმის შემდეგ.

დაცვა:

რიკარდო კარვალიო (რეალი) - მადრიდის რეალის ახალწვეულმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გარდა იმისა, რომ დაცვაში უშეცდომოდ ირჯებოდა, მან გაიტანა გამარჯვების გოლი და მოუპოვა სამეფო კლუბს პირველი სამი ქულა ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაში.

ნოე პამაროტი (ჰერკულესი) - ესპანეთის მოქმედ ჩემპიონებთან მატჩში ფეხბურთელმა დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად გაართვა თავი და ლომის წვლილი დაიდო კარის მშრალად შენახვაში. ტოტენჰემის ყოფილმა ფეხბურთელმა ყველას აჩვენა, რომ მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

დიეგო გოდინი (ატლეტიკო) - მადრიდის ატლეტიკოს ახალწვეულმა მატჩი ფაქტიურად უშეცდომოდ ჩაატარა და გასაქანი არ მისცა ფერნანდო ლიორენტეს. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბოლო წუთამდე შეინარჩუნა ბრძოლისუნარიანობა და სწორედ მისი წყალობით ატლეტიკო ლა ლიგას გათამაშებაში პირველ საფეხურს იკავებს.

კლაუდიო მორელი (დეპორტივო) - მისი ვეტერანული ასაკი სულაც არ აისახება მის თამაშზე, იგი ისე ასპარეზობს თითქოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ძალ-ღონით სავსე ფეხბურთელი იყოს. მეკარესთან ერთად იგი ერთ-ერთი გამორჩეული იყო დეპორტივოს რიგებში.

ნახევარდაცვა:

მესუთ ოზილი (რეალი) - ოზილმა კრიტიკოსებს თავისი კარგი თამაშით უპასუხა. 21 წლის გერმანელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, იგი ძლიერია როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ თამაშში, მან მიიღო მონაწილეობა საგოლე კომბინაციაში და სწორედ მისი შესანიშნავი პასის წყალობით დარჩა რონალდო მეკარესთან პირის-პირ, რის შემდეგაც ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა პორტუგალიელმა თანამემამულე კარვალიოს გაუკეთა პასი და ანგარიშიც გაიხსნა. მადრიდის რეალს შეტევაში კრეატიულობა აკლდა, სწორედ ეს მოუტანა გუნდს მესუთმა.

ქუინსი ოვონსუ-აბეიე (მალაგა) - განელი შესანიშნავ ფორმაშია, იგი ფაქტიურად არ ირლება, მან 60 მეტრი ირბინა ბურთთან ერთად და გაუტანა გოლი სარაგოსას, რაც მის მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ბორხა ვალერო (ვილიარეალი) - მადრიდის რეალის ყოფილმა გამთამაშებელმა ვილიარეალში თავისი შესაძლებლობები კარგად გამოავლინა. იგი იყო ყვითელი წყალქვეშა ნავის შეტევების სულის ჩამდგმელი. სწორედ მისმა კარგმა თამაშმა მოუტანა ვილიარეალს გამარჯვება.

თავდასხმა:

ნელსონ ვალდესი (ჰერკულესი) - ნებისმიერ მატჩში დუბლის შესრულება ადვილი საქმე არ არის, ამის გაკეთება ასმაგად რთულია ბარსელონასთან დაპირისპირებისას. ესპანური გრანდი დაცვაში კარგი თამაშით არის ცნობილი, ვალდესმა კი ეს დაცვა ორჯერ გაარღვია და ვალდესი უშანსოდ დატოვა.

დე როსი (ვილიარეალი) - იტალიელმა თავი ყველას დუბლით დაამახსოვრა, იგი შესანიშნავად უგებდა ბორხა ვალეროს და ამ ტანდემმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.

ხუანმი (მალაგა) - 17 წლის ნიჭიერმა ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ძალიან კარგად ითამაშა ლა ლიგის მეორე ტურის მატჩი.

  • SunSay
  • 14 სექტემბერი 2010
  • 2 297
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)