„ელ კლასიკოსთვის“ მზადება დასრულდა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ბარსელონასთან“ შეხვედრისთვის მზადება დაასრულეს.
დღევანდელ სესიაზე კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო, როგორც ბურთის ფლობის კომპონენტს, ასევე კარში დარტყმებს, ტაქტიკურ მონახაზებს და პრესინგს.
კარგი სიურპრიზი ის არის, რომ სრულფასოვანი დატვირთვა მიიღო ბრაჰიმ დიასმა და „ბარსელონასთან“ მატჩის განაცხადშიც მოხვდეს.
როდრიგო, ალაბა, კურტუა და დანიელ კარვახალი აღდგენით პროცესს განაგრძობენ, დანარჩენი ფეხბურთელები კი მზად არიან.
შეგახსენებთ, „რეალი“ „ბარსელონას“ შაბათს, 23:00 საათზე უმასპინძლებს.
- 25 ოქტომბერი 2024
- 208
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.