„ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაიწყო
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს. გუნდი „ბარსელონასთან“ შეხვედრისთვის ემზადება.
ფეხბურთელები, რომლებმაც „დორტმუნდთან“ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს, დღეს მხოლოდ აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი დატვირთვა მიიღეს.
სამწუხაროდ, სესია გამოტოვებს როდრიგო გოეშმა და ტიბო კურტუამ. ამ უკანასკნელთან დაკაშირებით ოფიციალური სამედიცინო დასკვნა უკვე არსებობს.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.
კარვახალი და ალაბა აღდგენით პროცესს განაგრძობენ, ბრაჰიმ დიასმა კი გუნდთან ერთად რამდენიმე დავალება შეარულა.
- 23 ოქტომბერი 2024
- 2 893
- 41
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.