ლუკას ვასკესი:„ასეთი საღამოების მოწყობა მხოლოდ „რეალს“ შეუძლია“
ლუკას ვასკესმა „დორტმუნდის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ყველა ბედნიერია. ყველას გაუმართლა, ვინც ამ საღამოს ბერნაბეუზე მოვიდა. საოცარი მატჩი იყო და უდიდესი გამარჯვება დავაფიქსირეთ, რომელმაც მოგვცა ფსიქოლოგიური მუხტიც.“
„სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრაში 3 ქულის ვერმოპოვება დიდი პრობლემა იქნებოდა, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა.“
„დამოკიდებულებაში უდიდესი ცვლილება შევიტანეთ, ფეხბურთი ავაჩქარებთ, ტექნიკურმა ფეხბურთლებმა სრული პოტენციალის გამოვლენა დაიწყეს და საბოლოო ჯამში „რეალმა“ ყველასათვის მისაღები ფეხბურთი ითამაშა, რაც ძალიან სასიხარული იყო.“
„ძნელია ახსნა, რატომ არის „რეალი“ მეორე ტაიმში უფრო ძლიერი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ჩვენ ისევ მეორე ნახევარში შევძელით სასწაულის მოხდენა.“
„ვინისიუსმა საოცრად ითამაშა და გამარჯვებაში უდიდესი როლი ჰქონდა. ვფიქრობ, ის იმსახურებს ოქროს ბურთს და ასეც მოხდება.“
„გოლის გატანამ ძალიან გამახარა, ამ გოლმა გამარჯვებაში გარდატეხა შეიტანა.“
- 23 ოქტომბერი 2024
- 330
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.