ვინისიუსი:„„რეალზე“ ეს აღარავინ თქვას“
ვინისიუს ჟუნიორმა „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„უზომოდ ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც საოცარი გარემო შექმნეს და ბოლომდე გვერდში გვედგნენ.“
„ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლა შეგვეძლო და ასეც მოხდა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს შეხვედრა სამუდამოდ ჩაიწერება ჩემს მეხსიერებაზე.“
„„ელ კლასიკო“ ახლოვდება, ჩვენ კი დადებითი ემოციები მივიღეთ, ბერნაბეუზე მალე ისევ შევხვდებით და დიდი ენთუზიაზმით ვითამაშებთ.“
„„რეალი“ არასდროს თმობს, ეს ამ გუნდზე აღარავინ უნდა თქვას. მნიშვნელობა არ აქვს ანგარიშს, სამეფო კლუბი ყოველთვის ბრძოლაშია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.“
„24 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ, გუნდისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია. ანჩელოტი ყოველთვის მეუბნება, რომ „რეალში“ უდიდესი ეპოქა უნდა შევქმნა, ის საოცარი მწვრთნელია.“
- 23 ოქტომბერი 2024
- 2 476
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.