შაჰინი:,,გამარჯვებისთვის მენტალური მდგრადობაა საჭირო"
ნური შაჰინმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მადრიდის „რეალი“ ურთულესი მეტოქეა. ამ გუნდის დასამარცხებლად მხოლოდ კარგი თამაში არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია მენტალური სიძლიერე, ყველა მომენტში ბოლომდე ბრძოლა და ბოძებული შანსების გამოყენება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე და იმედი მაქვს, გეგმა სრულფასოვნად შესრულდება.“
„უნდა ვიყოთ მამაცები და ვეცადოთ, რომ სტილი არ დავკარგოთ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ.“
„ჩემი შვილი მადრიდში დაიბადა, ბერნაბეუზე თამაშის გამოცდილება მაქვს და ვიცი, რამდენად კარგი აურაა აქ. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ვიყავი და ამ კლუბს პატივს ვცემ.“
„ვიმედოვნებ, არდა გიულერს დიდი მომავალი ექნება. თურქი უმცროსი ძმასავით მყავს, მასთან ხშირად მაქვს კომუნიკაცია და რჩევებს ვაძლევ. ახალგაზრდა მოთამაშეს წარმატებებს ვუსურვებ, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.“
„ანჩელოტი დიდი პროფესიონალია. თუკი იმის ნახევარს მაინც შევძლებ, რაც იტალიელმა შეძლო, ჩავთვლი, რომ ძალიან ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი ვარ.“
„კარლოს ურთიერთობის ნიჭი საყოველთაოდ ცნობილის, ის ძალიან ბევრს აკეთებს ფეხბურთელებისთვის.“
- 22 ოქტომბერი 2024
- 518
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.