ანჩელოტი:„ეს არის ჩემი მთავარი თხოვნა მბაპეს მიმართ“
კარლო ანჩელოტიმ „დორტმუნდთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„დორტმუნდის“ გადაწყვეტილება ვარჯიშის ბერნაბეუზე არგამართვასთან დაკავშირებით? მე არ მჭირდება ჯაშუშობა იმისთვის, რომ მეტოქე შევისწავლო. ჩვენ უკვე გავაკეთეთ მონახაზი.“
„გუნდი კვლავ არ არის საუკეთესო დონეზე და არაერთი კომპონენტის გაუმჯობესებაა საჭირო.“
„გასულ სეზონში გუნდი დაცვაში გაცილებით ძლიერი იყო. ვცდილობთ, უკანა რგოლს მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმოთ.“
„ბელინგემი ამ სეზონში გოლებს ვერ იტანს, შარშან კი ამ მხრივ ძალიან სერიოზული მაჩვენებლები ჰქონდა, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ ვერ გააქვს, საკვირველი უფრო ის იყო, შარშან რამდენი გაიტანა, რადგან ჯუდი სხვა პოზიციის ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, ინგლისელი ამ სეზონშიც არაერთ ბურთს გაიტანს, მაგრამ მთავარი ის სამუშაოა, რომელსაც მინდორზე ასრულებს.“
„დაცვის ხაზში ყოველთვის გამოვიყენებ 4 ფეხბურთელს, 3 მცველით თამაში ჩემი სტილი არ არის და არ მივესალმები.“
„ბელინგემი მარჯვნივ? ამ მხრივ „სელტასთან“ მნიშვნელოვანი სიახლე იყო. ვფიქრობ, რომ ჯუდს მარჯვენა ფლანგის გაძლიერება როდრიგოსთან ერთად კარგად შეუძლია.“
„ბევრ გოლს არ ვუშვებთ, მაგრამ მეტოქეებს ხშირად ვაძლევთ შანსს. ეს იმის ნიშანია, რომ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი.“
„მბაპეს რას ვთხოვ? მხოლოდ გოლების გატანას და გუნდის დახმარებას. ჩემი მთავარი სათხოვარი წინახაზელების მიმართ მხოლოდ ეს არის.“
„მოდრიჩი? ის არამხოლოდ „რეალისთვის“, არამედ სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი.“
„დაიწყებს თუ არა ლიკუტა სასტარტოში? ამას ხვალ გაიგებთ. ის აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ თავიდანვე თუ მერე არ გეტყვით.“
- 21 ოქტომბერი 2024
- 1 905
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.