ანჩელოტი დავიდ ხიმენესის დაწინაურებას აპირებს
ესპანური გამოცემების ცნობით, 20 წლის განაპირა მცველი, დავიდ ხიმენესი მთავარ გუნდში დაწინაურებასთან ახლოს არის.
კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს ესპანელი და მიიჩნევს, რომ მან შანსი უნდა მიიღოს.
ხიმენესი 2020 წლიდან მოყოლებული „ბლანკოსის“ არაერთ ასაკობრივ ჯგუფში თამაშობდა და საკმაოდ კარგი პროგრესიც აქვს.
არსებული ცნობით, კარლო ფეხბურთელთან დაკავშირებით რაულ გონსალესსაც შეხვდა და დეტალური ანალიზი მოისმინა.
- 21 ოქტომბერი 2024
- 476
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.