კროოსი:„„რეალს“ „ელ კლასიკოში“ ამის გაკეთება მოუწევს“
ტონი კროოსმა „ელ კლასიკოს“ წინ სამეფო კლუბს გარკვეული რჩევები მისცა.
„ფაქტია, „ბარსელონა“ საოცარ ფორმაში იმყოფება და ეს შედეგებშიც კარგად არის ასახული.“
„რომ არა ფლიკის გუნდის საოცარი ფორმა, ახლა ლიდერი „რეალი“ იქნება, რადგან 10 ტურში 24 ქულა ცოტა არ არის.“
„„ბლანკოსმა“ „ელ კლასიკო“ უნდა მოიგოს, ამისთვის კი ნახევარდაცვის ხაზის სრული დომინაციაა საჭირო.“
„„მერენგები“ საშინაო არენაზე თამაშობენ, სწორედ ამიტომ, ბურთი კატალონიელებს არ უნდა დაუთმონ და ეცადონ მოედნის ცენტრის გაკონტროლებას, ვინაიდან სწორედ ეს იქნება წარმატების საწინდარი.“
- 21 ოქტომბერი 2024
- 966
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.