იკერი მოუს "ეპოქაში" გოლებს არ უშვებს
აღსანიშნავია, რომ რაც ჟოზე მოურინიო ჩაუდგა სათავეში მადრიდის "რეალს," იკერ კასილასს საკუთარ კარში გოლი არ მიუღია.
"ფურია როხას" კაპიტანმა, 450 წუთის (ხუთი მატჩის) განმავლობაში მოახერხა, "ბლანკოსის" კარის მშრალად შენახვა (მხოლოდ სამი თამაში ითამაშა სრულად).გოლკიპერის წარმატებული სერია, სეზონის წინა მოსამზადებელ ეტაპზე დაიწყო, როდესაც ის "ლოს ანჯელეს გალაქსის" წინააღმდეგ მეორე ნახევარში შემოვიდა მოედანზე.
კასილასის დალაშქრვა ვერც მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელებმა შეძლეს.ალბათ გახსოვსთ, რომ "რეალის" პირველმა ნომერმა, 90 წუთის მანძილზე გოლი არ გაუშვა და მეტიც, მან შეძლო თერთმეტმეტრიანის მოგერიაბაც.იკერი ასევე უშეცდომო იყო "სტანდარტთან" შეხვედრის პირველ ტაიმშიც.
"ბლანკოსის" კარის დარაჯმა, არც "მალიორკასა" და "ოსასუნას" მოთამაშეებს მისცა საშუალება გოლის გატანისა.მოკლედ, კასილასი დამაჯერებლად გამოიყურება და იმედია, მშრალი სერია "აიაქსის" წინააღმდეგაც გაგრძელდება.
- 14 სექტემბერი 2010
- 2 018
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.