Marca - ნიკოს დაბრუნება ფაქტობრივად გადაწყვეტილია!
ნიკო ფასი ტურიდან ტურამდე უმატებს და მატჩიდან მატჩამდე აჩვენებს, რომ უდიდესი პერსპექტივა აქვს.
„მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალი“ არგენტინელ ფეხბურთელს „კომოში“ დიდი ხნით დარჩენის საშუალებას არ მისცემს.
ხოსე ფელიქს დიასი იუწყება, რომ ხუნი კალაფატი ნიკოს ყველა შეხვედრას უყურებს და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამადიდებელი შუშით აკვირდება.
ახალგაზრდა ტალანტი სერია „ა“-ს იდეალურად მოერგო და სესკ ფაბრეგასის ფორმაციის „კომოს“ უდავო ლიდერი გახდა.
შეგახსენებთ, „მერენგებს“ ნიკოს დამატება 2026 წლის ზაფხულამდე შეეძლებათ, მაგრამ პერესი ყველაფერს მომდევნო ზაფხულს დაუსვამს წერტილს.
- 20 ოქტომბერი 2024
- 1 901
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.