ანჩელოტი საუდის არაბეთში? - შეთავაზება კოლოსალური და მიმზიდველია!
კარლო ანჩელოტის საუდის არაბეთიდან საინტერესო წინადადებები აქვს.
არსებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მხარე მზად არის, კარლოსთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი და საკმაოდ ამბიციური სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოოს.
„რეალის“ თავკაცს მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს ისე, რომ არცერთი მხარე დარჩეს დაზარალებული.
კარლოს არაერთხელ უთქვამს, რომ ევროპიდან წასვლას არ გეგმავს და ადრე თუ გვიან მისი სამწვრთნელო საქმიანობაც დასრულდება, თუმცა საუდი ლეგენდის მოხიბვლას კოლოსალური ხელფასით გეგმავს.
არაოფიციალური ინფორმაციით, კარლოს შეუძლია წლიურად 30 მილიონი ევრო გამოიმუშავოს, ეს თანხა კი გაცილებით აღემატება იტალიელის მადრიდულ სარგოს.
- 20 ოქტომბერი 2024
- 846
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.