„დორტმუნდთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
დასვენების დრო არ არის, მადრიდის „რეალი“ გუშინ გვიან ვიგოდან დედაქალაქს დაუბრუნდა, დღეს კი აღდგენითი ვარჯიში გამართა.
ფეხბურთელები, რომლებიც „ბალაიდოსზე“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, დღეს შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ, დანარჩენებმა კი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარეს.
სესია სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო, შემდეგ კი მწვანე მინდორზე გაგრძელდა.
ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და ტაქტიკურ მონახაზებს.
დავიდ ალაბა და ბრაჰიმ დიასი აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
დანიელ კარვახალი კლინიდან უკვე გაწერეს და მისი აღდგენითი პროცესის დაწყება დაახლოებით 8 დღეში იგეგმება.
- 20 ოქტომბერი 2024
- 116
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.